Home » მსოფლიო » „2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა“
„2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა“

„2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა“

„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს”

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ 12 ივლისს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ალიანსის მზაობა, თავის რიგებში საქართველო მიიღოს, თუმცა კონკრეტული თარიღი დასახელებული არ იყო.

Share