Home » ბიზნესი » 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე უგრძელდებათ

2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე უგრძელდებათ

2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე უგრძელდებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ასეთი პროექტები საკმაოდ ბევრი იყო, რის გამოც მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ვადა 2026 წლამდე გაეგრძელებინა.

“მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერისთვის და ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება კანონის ეს მუხლი გავაგრძელოთ 2026 წლამდე. ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრ დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ასეთი პროექტები იყო საკმაოდ ბევრი და მივიღეთ გადაწყვეტილება ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share