Home » საზოგადოება » “- 20%” – საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში წარმოებული ქართული ღვინო
"- 20%" - საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში წარმოებული ქართული ღვინო

“- 20%” – საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში წარმოებული ქართული ღვინო

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში ღვინოს, მეწარმეები ნიკა მარკოზაშვილი და ანა გაბრიაძე აწარმოებენ. ბრენდული ღვინოს დასახელებაა “-20%“.  „-20%“ ასახავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

წარმოებული ღვინო პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ განაცხადა, რომ ღვინოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე წაიღებენ.

„დამწყებმა ნოვატორმა, ახალგაზრდა მეწარმეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ყველას ტკივილი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ამ ფორმით გამოეხატათ. ასე გამოეთქვათ პროტესტი და თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საქმეში, რასაც ჩვენ, ყველა, ისინი ვინც პარლამენტში ვსხედვართ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ყურადღებას ვაქცევთ. ის ფორმა, რაც ამ ახალგაზრდებმა მოიფიქრეს, ვფიქრობ არის ძალიან კრეატიული. პროტესტი და ინფორმირება ერთდროულად და ყველაზე მტკივნეული თემის ამ ფორმით წამოწევა არის ძალიან შემოქმედებითი. ღვინოს წავიღებთ ყველა ჩვენი ვიზიტის დროს და ყველას საჩუქრად გადავცემთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზეც წავიღებთ, სადაც 57 ქვეყანა იღებს მონაწილეობას“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

როგორც ღვინის მწარმოებელმა ნიკა მარკოზაშვილმა აღნიშნა, ღვინო საქართველოს ბაზარზე მიმდინარე წელს გავა. ექსპორტზე მისი გატანა კი იგეგმება.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ოკუპაციის შესახებ ბევრ ადამიანს მოვუყვეთ. დარწმუნებული ვარ, იმ ნაბიჯამდე მივალთ, რომ ქვეყნის 20%-იანი ოკუპაცია სრული დეოკუპაციით შეიცვლება“, – აღნიშნა ნიკა მარკოზაშვილმა.

Share