Home » ახალი ამბები » 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში 
2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში 

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში 

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში.  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ. სახლის დათვალიერების დროს გაირკვა, რომ კერძო სახლში მეპატრონე ოთახებს აქირავებს სადაც ასევე კუსტარულად დამონტაჟებული რამდენიმე ღია კამერიანი წყალგამაცხელებელია. უსაფრთხოების მიზნით კერძო სახლში მცხოვრებთ გაზის მიწოდება შეუწყდა. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახლის მეპატრონე გააფრთხილეს რომ არ ჩართოს გაზი უნებართვოდ და სასწრაფოდ შეცვალოს აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები დახურული წვის კამერიანი დანადგარებით, რადგან საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს.

სტატისტიკის თანახმად CO -თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების შემთხვევების 70 პროცენტი გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში დაფიქსირდა. „ ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ ვიდრე იქირავებთ ან იგირავებთ ბინას, აუცილებლად შეამოწმებინეთ გაზგაყვანილობა და გაზის დანადგარები სპეციალისტებს. CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია

Share