Home » ბიზნესი » 2 შეღავათი, რაც აზარტული თამაშების წახალისებისთვის იგეგმება
2 შეღავათი, რაც აზარტული თამაშების წახალისებისთვის იგეგმება

2 შეღავათი, რაც აზარტული თამაშების წახალისებისთვის იგეგმება

მთავრობა გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

კერძოდ, პროექტი გულისხმობს ამ ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას, ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღება დაბა გრიგოლეთში, დაბა ურეკსა და ქალაქ ფოთში აზარტული თამაშების ბაზრის სიმწირის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

Share