Home » მსოფლიო » 1991 წლის შემდეგ, ნავთობზე ფასის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
1991 წლის შემდეგ, ნავთობზე ფასის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

1991 წლის შემდეგ, ნავთობზე ფასის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

როგორც “როიტერსი” წერს, 1991 წლის შემდეგ, ნავთობზე ფასის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიზეზი საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტების აფეთქებაა. აშშ-ი აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს.

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასები საუდის არაბეთის ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ, ორშაბათს, 19,5%-ით გაიზარდა და $71.95 შეადგინა. მსგავსი მყისიერი ზრდა ფასების ყველაზე დიდი მაჩვენებელია 1991 წლის 14 იანვრის შემდგომ.

ფასმა პიკური მაჩვენებლიდან მას შემდგომ დაიწია, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრამპა გასცა ნებართვა აშშ-ის ნავთობის განსაკუთრებული მარაგების გამოყენების თაობაზე, რათა მიწოდების სტაბილურობა შეენარჩუნებინა.

საუდის არაბეთი ნავთობის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში. ორ ობიექტზე თავდასხმის შედეგად კი ნავთობის მოპოვება დღეში 5.7 მილიონი ბარელით შემცირდება. ობიექტების აღდგენითი სამუშაოები როდის დასრულდება ცნობილი არ არის, თუმცა საუდის არაბეთში აღნიშნავენ, რომ ამ პროცესს თვეები დასჭირდება.

სანდრო პირველი

Share