Home » საზოგადოება » 16 სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად აღდგება
16 სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

16 სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება გრძელდება . სამუშაოები კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მიმდინარეობს, სადაც 16 სექტემბრიდან ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება.

მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„16 სეტემბერს პირველი მონაკვეთი ვარაზის ხევიდან პიქსელის შენობამდე იქნება მოწყობილი, რომ გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ. ასევე დასრულდა მიწისქევშა გადასასვლელის რეაბილიტაცია. მთლიანად შეიცვალა წლის და ბუნებრივი აირის მილები. მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი. ავტომობილებით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე 16 სექტემბრიდან ცალმხრივად აღდგება“, – განაცახადა კახა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია 30 მაისს დაიწყო. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება, თუმცა ავტომობილებით მოძრაობა გამზირზე 16 სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი.

Share