Home » საზოგადოება » 14 მარტს თბილისში დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
14 მარტს თბილისში დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

14 მარტს თბილისში დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

14 მარტს თბილისში დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

კონფერენცია „რესპუბლიკას“ სივრცეში (პირველი რესპუბლიკის მოედანი №6) 09:00-დან დაიწყებს მუშაობას.  ღონისძიებაზე ქართული და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების პირველი პირები საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებზე, ბაზრის ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სადაზღვევო სისტემაში საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

კონფერენციის მთავარი თემა საქართველოში ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მოსალოდნელი ამოქმედება იქნება. კონფერენციას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი გახსნიან.

სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრებიან. კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი, ზედამხედველობისა და სავალდებულო დაზღვევის ბიუროების ხელმძღვანელები ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ ევროპის 8 ქვეყნიდან.

დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით:
http://www.xprimmevents.com/georgia/program/

Share