Home » ფინანსები » 11 კრეატიული გზა, რომლის მეშვეობითაც ხალხმა მილიონი იშოვა
11 კრეატიული გზა, რომლის მეშვეობითაც ხალხმა მილიონი იშოვა

11 კრეატიული გზა, რომლის მეშვეობითაც ხალხმა მილიონი იშოვა

მილიონი დოლარის შოვნა, განსაკუთრებით კი მოკლევადიან პერიოდში, ნამდვილად არ არის მარტივი. წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ ახერხებს გახდეს მილიონერი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ორიგინალური და კრეატიული გზების მეშვეობით მოახერხეს და მილიონერები გახდნენ. გთავაზობთ მათ იდეებს:

სკოტ დე ლონგმა 2013 წელს პირადი ბლოგი სახელწოდებით ViralNova შექმნა, სადაც ის ახალგაზრდებისათვის საინტერესო სტატიებს წერდა. მოგვიანებით მან ბლოგზე Google-ის რეკლამები განათავსა, რის მეშვეობითაც გარკვეულ თანხას იღებდა. 1 წლის შემდეგ მის ბლოგს 100 მილიონზე მეტი მუდმივი მკითხველი ჰყავდა. საქმიანობის დაწყებიდან 8 თვის შემდეგ კი სკოტის შემოსავალი ერთ მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2014 წელს დონგ ნუიენმა შექმნა ვიდეოთამაში სახელწოდებით “Flappy Bird”, რაშიც მან სულ რაღაც 3 დღე დახარჯა. თამაშის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო. აპლიკაციის ზედა კუთხეში მოთავსებული იყო რეკლამა, რომლის განთავსებაშიც ნიუენს ფულს უხდიდნენ. თამაში ძალიან მალე გახდა პოპულარული, რამაც ნუიენის შემოსავალი მკვეთრად გაზარდა. მან პირველი მილიონის შოვნა 20 დღეში შეძლო.

ამანდა ჰუკინგმა დაწერა წიგნი სახელწოდებით „Indie“, რომლის ჩამოტვირთვაც ამაზონიდან ნებისმიერ მსურველს 3 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში შეეძლო. ამანდას წიგნი ძალიან მალე გახდა პოპულარული და თვეში მას დაახლებით 100 000 ადამიანი ყიდულობდა. ამგვარად მან მილიონი დოლარის გამომუშავება დაახლოებით ერთ წელში შეძლო.

არაერთი ადამიანი ცდილობს ყველაზე პოპულარული ვიდეოპორტალის, Youtube-ის მეშვეობით გამდიდრებას, რაც არც ისე მარტვია. შვედი ფელიქს კელბერგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული „იუთუბერია“. მან რამდენიმე წლის წინ შექმნა Youtube-ის საკუთარი გვერდი, სახელწოდებით „PewDiePie“, რომელიც მალევე გახდა პოპულარული. 2015 წელს მან 12 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.

პიტერ დერინგმა შექმნა კომპანია, რომელიც სამოგზაურო და ფოტოაპარატის ჩანთებს ამზადებს. თავდაპირველად მას ბიზნესის დასაწყებად საჭირო თანხა არ გააჩნდა, ამიტომაც კომპანია Kickstarter-ისგან თანხა ისესხა. აღნიშნული კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეების განხორციელებაში. გარკვეული ვადის შემდეგ კი, მათ ეს თანხა უკან უნდა დააბრუნონ. ფინანსური დახმარებით დერინგის კომპანიამ 2011 წლისთვის 15 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.

2008 წელს საბავშვო ბაღის მასწავლებელმა დეანა ჯამპმა საგაკვეთილო პროცესის ჩატარების გეგმის გაყიდვა დაიწყო. მან სულ 99 თემა შექმნა, რომლებიც ვებგვერდ TeachersPayTeachers-ზე განათავსა. თითოეული მათგანის შეძენა ნებისმიერ მსურველს 8 დოლარად შეეძლო. ამგვარად 2012 წლისთვის მან პირველი მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო და ამასთანავე საშუალოდ მისი შემოსავალი ყოველ თვეს 100 000 დოლარს აღემატებოდა.

ჯეიკ დინს 2010 წელს გაუჩნდა ელექტროენერგიის გამანაწილებლის შექმნის იდეა, რომლის მოხრაც შესაძლებელი იყო. მან გამოგონებას Pivot Power დაარქვა. მოკლე ვადაში ჯეიკმა 2 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მისი კომპანია გაკოტრდა.

ალისია შაფერმა დააარსა კომპანია Three Bird Nest და აპლიკაცია Etsy-ის მეშვეობით წინდებს, შარფებსა და თავსაბურავებს ყიდდა. პროდუქტი მალე გახდა პოპულარული, რის შედეგადაც ალისიას ყოველთვიური შემოსავალი 70 000 დოლარს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია Etsy-ზე ალისიას მიერ შეთავაზებული პროდუქტი ყველაზე ხშირად გაყიდვად საქონელს შორის მე-2 ადგილზე იყო.

ერიკ ნაკაგავამ შექმნა აპლიკაცია სახელწოდებით I can has a cheeseburger. აპლიკაციის მთავარი მოქმედი გმირია მსუქანი მშიერი კატა, რომელიც ითხოვს ჩიზბურგერით გამოკვებას. აპლიკაცია მალე გახდა პოპულარული, რამაც ნაკაგავას დიდი წარმატება მოუტანა. 2017 წელს მან აპლიკაცია 2 მილიონ დოლარად გაყიდა.

ალექს თიუმ 21 წლის ასაკში შექმნა ვებგვერდი სახელწოდებით „მილიონ დოლარიანი ვებგვერდი“, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა კომპანიების რეკლამები. ვებგვერდზე ნებისმიერ მსურველ კომპანიას შეეძლო განეთავსებინა რეკლამა, რაშიც მათ 1 დოლარი უნდა გადაეხადათ. ვებგვერდი მალევე გახდა პოპულარული და თიუს დიდი წარმატება მოუტანა. მან კოლეჯი მიატოვა და მთელი დრო აღნიშნულ საქმიანობას დაუთმო.

სუზანა ქენონმა აპლიკაცია Poshmark-ის მეშვეობით საკუთარი ძველი ტანსაცმელი გაყიდა. მოგვიანებით სუზანა მეგობართან ერთად ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში ჩაერთო და პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც Poshmark-ის მეშვეობით მილიონი დოლარი იშოვა.

BPN.GE

Share