Home » მსოფლიო » 103 წლის ქალბატონი კორონავირუსისგან განიკურნა

103 წლის ქალბატონი კორონავირუსისგან განიკურნა

103 წლის ქალბატონი, გახდა უხუცესი ადამიანი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა და სახლში გაიწერა. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.

ჟან გუანფენი (Zhang Guangfen) ვირუსისგან დაინფიცირებიდან 6 დღის შემდგომ გამოჯანმრთელდა. ის უჰანის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

პაციენტის ექიმის, ძენ იულანის განცხადებით, სწრაფად გამოჯანმრთელების მიზეზი გახდა ის, რომ ჟან გუაფენი არ ატარებდა რაიმე მძიმე დაავადებას, გარდა ქრონიკული ბრონქიტისა.

მას შემოწმებითი სამუშაოები პირველ მარტს , ლიუანის (Liyuan Hospital) საავადმყოფოში, ტონჯის სამედიცინო კოლეჯში ( Tongji Medical College) ჩაუტარდა.

სანდრო პირველი

Share