Home » საზოგადოება » 100-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო
100-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო

100-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 100%-იანი გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1455-მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083-მა აბიტურიენტმა.

ამის შესახებ ​შაფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არის აპლიკანტების დაახლოებით 2%, რომელმაც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, მაგრამ ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში იმის გამო, რომ არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. გორგოძის განცხადებით, ეს მოხდა იმ შემთხვევებში, როდესაც პროგრამაზე იყო მაღალი კონკურსი ან გაზრდილი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

„მინდა, მივმართო აბიტურიენტებს. ეს ინფორმაცია რასაც თქვენ ნახავთ ჩვენს ვებგვერდზე, არ ნიშნავს ჩარიცხვას, ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება. თქვენ აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხეთ, დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებით ჩარიცხულად“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები  გამოქვეყნდა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 546-მა სტუდენტმა მოიპოვა.

Share