Home » საზოგადოება » 10 რამ რაც მწვანე ბარათის შესავსებად უნდა იცოდეთ – აშშ-ის საელჩოს განცხადება
10 რამ რაც მწვანე ბარათის შესავსებად უნდა იცოდეთ - აშშ-ის საელჩოს განცხადება

10 რამ რაც მწვანე ბარათის შესავსებად უნდა იცოდეთ – აშშ-ის საელჩოს განცხადება

განცხადებაში შემდეგი საკითხებია ჩამოთვლილი:

“1. რეგისტრაცია იწყება 3 ოქტომბერს 20:00 საათზე.
2. რეგისტრაცია მთავრდება 6 ნოემბერს, 21:00 საათზე
3. რეგისტრაცია უფასოა!
4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: www.dvlottery.state.gov
5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი
6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
7. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2019 წლის 7 მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov
8. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს იქნება თაღლითობა და არ ენდოთ.
9. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
10. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ წარმომადგენლობას. ანუ აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს US Embassy Tbilisi, Georgia”, – წერია საელჩოს ინფორმაციაში.

Share