Home » ეკონომიკა » 1 თვეში ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები იწყება
1 თვეში ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

1 თვეში ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყება, როგორც ანაკლიის განვითარების კონსირციუმში აცხადებენ პორტის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სახმელეთო სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა.

კონსირციუმში აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის წევრი გახდა.  შესაბამისად ამოქმედების შემდეგ პორტში ეგრეწოდებული გამჭოლი ტარიფების სისტემა დაინერგება. ანაკლიის პორტი პირველი გემების მიღებას 2020 წლის ბოლოდან შეძლებს.

“ვემზადებით დავიწყოთ დაღრმავების და რეკლამაციის სამუშაოები, ეს ითვალისწინებს 5 მილიონი კუბამეტრი მასალის ფსკერიდან ამოღებას და 80 ჰექტრის ტერიტორიაზე დაყრას, ამაღლებას და დატკეპნას, ეს გაგრძელდება დაახლოებით 6-დან 8 თვემდე და იქითა აპრილიდან ჩვენ დავიწყებთ კინაბეტონის სამუშაოებს.

გამჭოლი ტარიფები ნიშნავს იმას, რომ თითო ტვირთზე მომხმარებელი ერთ ტარიფს გადაიხდის და იგი მიიღებს ყველა კოლოდორში მონაწილე ქვეყნის მომსახურებას ავტომატურად”. – აცხადებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

შოთა ხაფავა

Share