Home » ფინანსები » 1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარის ფარგლებში მოიმატა
1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარის ფარგლებში მოიმატა

1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარის ფარგლებში მოიმატა

1 ტომარა ფქვილის ფასმა ბოლო 10-12 დღის განმავლობაში, ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, 1-2 ლარის ფარგლებში მოიმატა, ჯერჯერობით ალბათ, შემდგომი გაძვირება არ იქნება, თუ ლარმა ისევ არ დაიწყო გაუფასურება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა.

როგორც სილაგავა აცხადებს, “ბიზნესმა ვერ დაინახა იმისი ორნიენტირები, სტაბილური იქნებოდა თუ არა ლარის კურსი და გაგრძელდებოდა თუ არა გაუფასურება”.

“დღესდღეობით წისქვილკომბინატებში 1 ტომარა ფქვილის ფასი 50 ლარის ფარგლებშია. ზოგან 49 ლარიც ღირს და 51 ლარიც. ეს ფასი ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურებიდან გამომდინარე და დღეს ამ მოცემულობაში ვართ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით ლარის კურსი სტაბილიზაციისკენაა, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჯერჯერობით, ალბათ, შემდგომი გაძვირება არ იქნება, თუ ლარმა ისევ არ დაიწყო გაუფასურება. ძირითადი უარყოფითი ფაქტორი ჩვენთან ეს არის ლარის კურსის ტენდენცია, რადგან დაახლოებით 2.75 კურსზე იყო ფასები დაგეგმილი. გარკვეული გარდამავალი მარაგები ქვეყანაში არის, მაგრამ პროდუქტის ყოველი შემდგომი შემოტანა უფრო ძვირი ჯდება,” – აცხადებს ლევან სილაგავა.

Share