Home » ფინანსები » 1-ლი აპრილის მდგომარეობით, ლარში სესხების 43.29 პროცენტია გაცემულია
1-ლი აპრილის მდგომარეობით, ლარში სესხების 43.29 პროცენტია გაცემულია

1-ლი აპრილის მდგომარეობით, ლარში სესხების 43.29 პროცენტია გაცემულია

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.8 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე – 1.8 პროცენტით მეტი).

2019 წლის მარტის  განმავლობაში 0.5 პროცენტით ანუ 68.7 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 14.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.29 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი მარტის  მდგომარეობასთან  შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.34 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით).

Share