Home » საზოგადოება » 1-ელ ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, თიბისი პატარა მკითხველებს სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს
1-ელ ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, თიბისი პატარა მკითხველებს სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს

1-ელ ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, თიბისი პატარა მკითხველებს სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიას“ მე-6, საბავშვო პავილიონში თიბისი პატარა მკითხველებს მასპინძლობს. მათ საშუალება აქვთ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვივნონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ თიბისის კუთხეს.

1-ელ ივნისს კი თიბისი ახალ თაობას მე-6 პავილიონში სპეციალური საბავშვო და შემეცნებითი პროგრამით დახვდება:

· 11:00-12:00 – მასტერკლასი: რუბიკის კუბის აწყობა გინესის რეკორდსმენ ვაკო მარჩილაშვილთან ერთად.

·  12:00-13:00 – ლიტერატორობანა – ინდივიდუალური თამაში.

· 13:00-14:00 – სამაგიდო თამაში „ჩაიფიქრე“

· 14:00-15:00 – ფინეთი – ფესტივალის ფოკუს ქვეყანა. დისკუსია: ილუსტრაციების მნიშვნელობა საბავშვო წიგნებში – ლინდა ბონდესტამი და თათია ნადარეიშვილი.

· 15:00-16:00 – შემოქმედებითი სესია: ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე – როგორ შევქმნათ საბავშვო ილუსტრაცია?

· 16:00-16:45 – ელფის გამომცემლობის საბავშვო ავტორების შეხვედრა მკითხველებთან, ვიქტორინა და წიგნებით დაჯილდოება.

· 17:00-18:00 – ვორკშოპი: კალიგრაფიის დრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან მოწვეულ კალიგრაფებთან ერთად.

·  18:00-19:00 – თამაში „100 წელი“ – თიბისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თამაში.

წიგნის XXI საერთაშორიოს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში“ 30 მაისს გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულებისთვის სრულად არის წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მე-6 პავილიონი კი პატარა მკითხველებს ეთმობათ. წელს ფესტივალს  სულ 70-ზე მეტი მონაწილე ჰყავს,

Share