Home » ფინანსები » 1-ელი თებერვლიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი მცირდება

1-ელი თებერვლიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი მცირდება

1-ელი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1 000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 24 იანვრის საჯარო სხდომაზე გახდა ცნობილი. ცვლილება შევიდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“.

რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი, იქ არსებული საფასური ნარჩუნდება.

Share