Home » ბიზნესი » ჯოხთაბერიძე 5G-ს დანერგვაზე – „ვინმე დამასწრებს ამის გაკეთებას, ბიზნესის ნიშა რომ დავინახო?“

ჯოხთაბერიძე 5G-ს დანერგვაზე – „ვინმე დამასწრებს ამის გაკეთებას, ბიზნესის ნიშა რომ დავინახო?“

„მე თუ დავინახე, რომ ნიშა არის, ხომ შევთანხმდებით და თავად გავაკეთებთ ამას? რად მინდა მათრახი, ამას გიზამ და იმას გიზამო“, – ასე ეხმიანება „მაგთიკომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი, გია ჯოხთაბერიძე 5G-ს საქართველოში დანერგვას.

აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა

„ახლა ვდგებით კიდევ საშიშროების წინაშე. კახა ბექაურს თანამშრომლები აღარ უჩერდებიან და გარბიან სამსახურიდან. უნდა, რომ საქართველოში შემოიტანოს 5G. მე, გია ჯოხთაბერიძეს, ვინმე დამასწრებს ამის გაკეთებას ბიზნესის ნიშა რომ დავინახო შიგნით? არ არის ამაში ბიზნესის ნიშა.

მოვიარე მთელი მსოფლიო, კონგრესში დავდივართ, ვინმეს რამე თუ შეუძლია. მე თუ დავინახე, რომ ნიშა არის, ხომ შევთანხმდებით და თავად გავაკეთებთ ამას? რად მინდა მათრახი, ამას გიზამ და იმას გიზამო.

დავუშვათ ჩამოვიტანეთ „ფერარი“ და დავაყენეთ ორთაჭალაში მტკვრის პირას – მიდი ახლა შებერე მლეთამდეო, წავა? ვერა, ვერ წავა. გთხოვთ, შეამოწმოთ ეს“, – მიმართა გია ჯოხთაბერიძემ კახა ბექაურს.

Share