Home » მსოფლიო » ჯორჯ ფლოიდის ძმა ძალადობას გმობს და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ჯორჯ ფლოიდის ძმა ძალადობას გმობს და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ჯორჯ ფლოიდის უმცროსი ძმა აშშ-ში მიმდინარე ძალადობრივ საპროტესტო აქციებს გმობს და აცხადებს, რომ „ჯორჯი მშვიდობისთვის იბრძოდა“.

“მეც გაბრაზებული ვარ. ზოგჯერ მე ვბრაზობ. მინდა გავგიჟდე. ჩემი ძმა არ იყო ამის მომხრე. მასზე ამბობენ: ის იყო მშვიდი გიგანტი “, – განაცხადა ტერენსმა ABC News-თან საუბარში.

მისივე თქმით, მინეაპოლისში გამგზავრებას და იმ ადგილზე მისვლას გეგმავს, სადაც მისი ძმა უკანასკნელად ნახეს ცოცხალი.

ტერენსის განცხადებით, სურს, პოლიციის ყოფილი ოფიცერი, რომელიც მის ძმას კისერზე მუხლს აჭერდა, პირველი ხარისხის მკვლელობაში ცნონ ბრალდებულად და ასევე ბრალი წაუყენონ იმ სამ ოფიცერსაც, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

Share