Home » ბიზნესი » „ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, ავიაკომპანია თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს. მისი თქმით, გაუქმებული რეისების გამო კომპანიაში ფინანსური კრიზისია შექმნილი და ამიტომ ავიაკომპანია თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში უშვებს.

„შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებული ვართ თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ. მაქსიმალურად შევეცდებით სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ, მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს, რომ ჩვენი პროფესიონალები უკან მალე დავაბრუნოთ. ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი, ჩვენი თანამშრომლებია“, – განაცხადა ბოკერიამ ბრიფინგზე.

Share