Home » ბიზნესი » „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სერვის ცენტრებში ვიზიტისგან და სადაზღვევო სერვისები დისტანციურად მიიღონ

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სერვის ცენტრებში ვიზიტისგან და სადაზღვევო სერვისები დისტანციურად მიიღონ

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების გათვალისწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სერვის ცენტრებში ვიზიტისგან და სადაზღვევო სერვისები დისტანციურად მიიღონ

COVID-19 ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების მიხედვით, უმჯობესია, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს. ამ რეკონმენდაციის გათვალსიწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, მაქსიმალურად მოერიდონ სერვის ცენტრებში მისვლას და სრული მომსახურება ონლაინ, დისტანციურად მიიღონ.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: „მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, დროებით, ვიდრე არ მოიხსნება საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული ზოგად შეზღუდვები, სერვის ცენტრებში მოგვმართონ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ციფრული სერვისები საშუალებას აძლევს დაზღვეულებს, ოპერატიულად და სწრაფად მიიღონ ყველა სახის მომსახურება ვებპორტალით: www.gpih.ge ან მობილური აპლიკაციით MyGPI (თავსებადია IOS ადა Android სისტემებზე). ჩვენი დამატებით ღონსიძიებებსაც ვახორციელებთ, რომ მოვახდინოთ რესურსების მობილიზება და უხარვეზოდ და სწრაფად დავაკმაყოფილოთ გაზრდილი მომართვიანობა ონლაინ.

ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, უპირატესობას ადგილზე ანაზღაურებას ანიჭებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ანაზღაურების ვადა: თუ აქამდე სამედიცინო მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი ანაზღაურების მიღება, ეს ვადა ორ თვემდე გაიზრდება.“

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ყველა დაზღვეულისთვის დისტანციურად – ვებპორტალის  ან აპლიკაციით, შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი:

სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება:

ატვირთეთ შესაბამისი დოკუმენტაცია პორტალზე ან აპლიკაციით და თანხა იმავე ან მომდევნო დღეს ჩაგერიცხებათ.

ექიმის მიმართვის შექმნა ონლაინ :

ექიმის მიმართვის შექმნა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის გარეშეცაა შესაძლებელი – ვებგვერდზე mygpi.ge  პირად კაბინეტში თავად შეგიძლიათ  გააკეთოთ  მიმართვა და დაგეგმოთ, როგორც კონკრეტულ სპეციალისტთან კონსულტაცია, ასევე ანალიზები და კვლევები.

საგარანტიო წერილი სახლიდან გაუსვლელად:

ჯიპიაი საშუალებას გაძლევთ ოპერაციისთვის (ჰოსპიტალური მომსახურება) სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენი საგარანტიო წერილი სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ.

დაზღვევს პრემიის ონლაინ რეჟიმში გადახდა:

ჯიპიაის ონლაინ სერვისები  ბანკში მისვლასაც  აგაცილებთ თავიდან. ვებგვერდზე mygpi.ge და აპლიკაციაში MYGPI საშუალება გაქვთ გაეცნოთ გადახდის გრაფიკებს და სადაზღვევო პრემია ონლაინ რეჟიმში გადაიხადოთ. ან კიდევ უფრო მარტივად, გაიაქტიურეთ არსებულ პოლისზე დავალიანების დაფარვის ავტომატური სერვისი და თანხა ზედმეტი პროცედურების გარეშე დაიფარება თქვენი ბარათიდან.

დაზღვევის შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:

თუ სადაზღვევო პოლისის შეძენა ან განახლება გსურსთ, ოფისში მისვლა საჭირო არ არის. ჯიპიაი ჰოლდინგი საშუალებას გაძლევთ  ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი პოლისი 2 წუთში სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ. ამისთვის უბრალოდ უნდა ეწვიოთ ვებგვერდს Mygpi.ge და აირჩიოთ სასურველი სადაზღვევო პაკეტი.

სატელეფონო კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან და დაზღვევა დისტანციურად:

თუ თავად ვერ არჩევთ სასურველ პაკეტს და სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ, ჯიპიაის თანამშრომლები სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევენ, ყველა თქვენს კითხვას ამომწურავად უპასუხებენ  და სურვილის შემთხვევაში, პოლისს დისტანციურად გაგიფორმებენ. ცხელი ხაზი: 2505111.

ელექტრონული ბარათი:

ყველა დაზღვეულს, ვინც მობილური აპლიკაციით MyGPI სარგებლობს, პროვაიდერ კლინიკებში, სამედიცინო მომსახურების მიღება ელექტრონული ბარათით შეუძლია. პლასტიკური ბარათის ტარება საჭირო აღარაა.

მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი: 2505111 და ონლაინ დახმარების სერვისი კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.

Share