Home » ახალი ამბები » ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კობა ნაკაიძე აირჩიეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კობა ნაკაიძე აირჩიეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში პოლიტიკურ ჯგუფებში დეპუტატების გადაადგილების შედეგად, თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტური თანამდებობა შეივსო.

კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგებს არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კობა ნაკაიძის კანდიდატურა წარუდგინა. 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კობა ნაკაიძის არჩევას სხდომაზე დამსწრე დეპუტატები, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან ასევე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი, ლევან კობერიძე დაეთანხმნენ და კობა ნაკაიძეს ახალ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

Share