Home » მსოფლიო » ჯანმო – 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ

ჯანმო – 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 60 და უფროსი ასაკის მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, ატარონ პირბადეები, თუკი შეუძლებელია ფიზიკური დისტანცირება კორონავისურით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

ამის შესახებ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე ჟენევაში ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„იმ რაიონებში, სადაც შეინიშნება ვირუსის გავრცელება, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ 60 წლის და უფროსი ასაკის, ასევე მათ, ვისაც შესაბამისი ჩვენება გააჩნია, უნდა ატარონ პირბადეები ისეთ სიტუაციაში, როდესაც ფიზიკური დისტანცირება შეუძლებელია“, – განაცხადა გენდირექტორმა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სამედიცინი პირბადეები უნდა გაიკეთოს ყველა ადამიანმა, ვინც ჯანდაცვის დაწესებულების კლინიკურ სივრცეში მუშაობს და არა მხოლოდ მათ, ვინც უშუალოდ პაციენტებთან მუშაობს.

გარდა ამისა, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ პირბადე, სულ მცირე, სხვადასხვა მასალის სამი შრისგან უნდა შედგებოდეს.

გებრეიესუსის განცხადებით, თავისთავად დამცავი ნიღბების ტარება კორონავირუსისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ის არ წარმოადგენს ფიზიკური დისტანცირების, ხელების ჰიგიენისა და სხვა ზომების შემცვლელს.

Share