Home » მსოფლიო » „ხანდახან ვფიქრობ, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იტალიიდან ფრენები ცოტა უფრო ადრე რომ არ აკრძალა“

„ხანდახან ვფიქრობ, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იტალიიდან ფრენები ცოტა უფრო ადრე რომ არ აკრძალა“

„იმედი მაქვს, რომ მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები ძალიან მძიმე არ იყო და ამას დრო აჩვენებს“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

პაშინიანმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაუშვა.

„ხანდახან ვფიქრობ, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, იტალიიდან ფრენები ცოტა უფრო ადრე რომ არ აკრძალა. თუმცა, შემდეგ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და გახდნენ მიზეზი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების, შესაძლოა, სხვა რეისებით ჩამოსულიყვნენ სომხეთში, თუნდაც ვენის ან ათენის გავლით.

როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია, რომ შესაძლოა ამას აზრი არც ჰქონოდა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 853 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლო დღეებში ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო.

Share