Home » მსოფლიო » წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები

29 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

2019 წელს საკონცენტო ტურნემ და ალბომ Lover-ის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 185 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზე 150 მილიონი დოლარით ამერიკელი რეპერი კანიე უესტი აღმოჩნდა, რომელმაც კომპანია Adidas-თან კონტრაქტის ფარგლებში ფეხსაცმელების ხაზი Yeezy გამოუშვა.

რეიტინგის მესამე ადგილზე ედ შირანი (110 მილიონი დოლარი), მეოთხეზე – ჯგუფი The Eagles (100 მილიონი დოლარი), მეხუთეზე კი ელტონ ჯონი (84 მილიონი დოლარი) გავიდა.

imedinews.ge

Share