Home » ეკონომიკა » წლის ბოლოდან კავკასიიდან გაზის პირველ ნაკადს ევროპა საქართველოს გავლით მიიღებს

წლის ბოლოდან კავკასიიდან გაზის პირველ ნაკადს ევროპა საქართველოს გავლით მიიღებს

კავკასიიდან ბუნებრივი აირის პირველ ნაკადს ევროპა საქართველოს გავლით წლის ბოლოდან მიიღებს, – შესაძლებლობას სამხრეთ კავკასიური მილსადენი იძლევა. პროექტის განვითარების მიმდინარე ფაზის, „შაჰ დენიზის” ძირითადი ნაწილის დასრულების მნიშნელობაზე აღნიშნა British Petroleum-ის რეგიონულმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.

გარი ჯონსს პრემიერმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა, სადაც BP-ის საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

კომპანია მზაობას გამოთქვამს განიხილოს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და შესაძლებლობები.

აღინიშნა, რომ BP გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს CO2-ის ემისია მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში, როგორც ენერგორესურსების მოპოვების, ასევე მიწოდების ოპერაციებში. კომპანიის ტრანსფორმაციის პროცესი კი შესაძლოა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც BP-ის ინტერესი რეგიონსა და, მათ შორის, საქართველოში იზრდება – განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით.

Share