Home » საზოგადოება » წელს პირველად კურორტ გოდერძიზე გაზი აინთო

წელს პირველად კურორტ გოდერძიზე გაზი აინთო

მაღალმთიან აჭარაში ისტორიული პროექტი განხორციელდა – წელს პირველად კურორტ გოდერძიზე გაზი აინთო ,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამთო-სათხილამურო კურორტი ბუნებრივ აირს ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს.

„ადიგენი-გოდერძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა რვა თვეში დასრულდა. გაზსადენის მშენებლობა საქართველოს და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარების მიზნით განხორციელდა.

კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო პროექტების მშენებლობა ხორციელდება. დღეს გაიხსნა ახალი ტურისტული დანიშნულების ობიექტები, ლაუნჯი, სათხილამურო აკადემია, ყინულის მოედანი. მოეწყო თანამედროვე სტანდარტის სასტუმროები და განახლდა არსებული კოტეჯები“ ,- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

Share