Home » მსოფლიო » ძაღლებმა შესაძლოა ადამიანში კორონავირუსის ნიშნები ამოიცნონ

ძაღლებმა შესაძლოა ადამიანში კორონავირუსის ნიშნები ამოიცნონ

ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, საგანგებოდ გაწვრთნილმა ძაღლებმა შესაძლოა ადამიანში კორონავირუსის შესაძლო ნიშნები ამოიცნონ, სამეცნიერო კვლევითი კომპანია, რომელიც 2007 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს, რომ თითოეულ დაავადებას თავისი სპეციფიკური სუნი ახლავს, რაც კვლევებით დასტურდება, თუ აღმოჩნდება, რომ კორონავირუსიც სუნის მატარებელია, 6 კვირიანი წვრთნით ძაღლები შეძლებენ ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენას, რაც ინფიცირების შემთხვევათა დროულად გამოვლენის მაჩვენებელს გაზრდის

“დადასტურებულია, რომ ძაღლები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა შეუძლიათ, უკვე მუშაობენ ადამიანებთან , გასულ წელს, ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევა, სადაც დადასტურებულია, რომ ძაღლებს შეუძლიათ მალარიის ინფექციასთან ასოცირებული სუნის დადგენა, ძაღლები ამას სრული სიზუსტით აკეთებენ, ვფიქრობთ, რომ კორონა ვირუსის შემთხვევაშიც ასე იქნება,” – აცხადებს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი ჯეიმს ლოგანი.

rustavi2.ge

Share