Home » ეკონომიკა » ცუცქირიძე – კრიზისის შემდგომ ბევრი რამის გადაფასება მოხდება, პირველ რიგში თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობის

ცუცქირიძე – კრიზისის შემდგომ ბევრი რამის გადაფასება მოხდება, პირველ რიგში თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობის

“კორონომიკა ძირეულად შეცვლის გლობალური ეკონომიკის არქიტექტურას”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” ცუცქირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს მაინც ერიდებიან მიმდინარე გლობალური კრიზისის რეალური სახელის დარქმევას. ბუნებრივია, ეს კრიზისი განსხვავდება, გასული 2007-2009 წლების, გლობალური კრიზისიგან, რადგან მისი გამომწვევი მიზეზი არა წმინდა ეკონომიკური ფაქტორები, არამედ ვირუსული პანდემია გახდა და რასაც უცხოელი თუ ქართველი ეკონომისტები სულ უფრო აქტიურად იყენებენ თავიანთ შეფასებებში.

მაგრამ, რაც უკვე დღეს ხდება ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ნეო ლიბერალური ეკონომომიკის მორიგი კრიზისი, მსოფლიო ეკონომიკების „გაჩერება“, ჯანდაცვის სექტორის და ჰოსპიტალური ქსელების სრული პარალიჩი და ჩამოშლა. მოთხოვნა-მიწოდების პარადიგმის არაეფექტურობა ჯანდაცვის და კერძო ჰოსპიტალურ ქსელებში, რომლებიც აბსოლიტურად მოუმზადებელი აღმოჩნდენ ამ გლობალური პანდემიისაგან.

კოვიდ -19 ის როგორც გლობალური ფაქტორის ზეგავლენა ეკონომიკაზე იმდენად დიდია, რომ კრიზისის შემდგომ პერიოდში ბევრი რამის გადაფასებაც მოხდება, პირველ რიგში თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობის, იგივე ნეო ლიბერალური პარადიგმების გადაფასების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჯანდაცვა როგორც სტანდარტული საბაზრო პროდუქტი უბრალოდ ჩავარდა. სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ იტალიის მაგალითმაც ცხადად აჩვენა, რომ კერძო სავადმყოფოებს და კლინიკებს აქვთ იმდენი საწოლი, რამდენიც არის ბაზარზე მოთხოვნა შედარებით სტაბილურ პირობებში, მაგრამ ეს პარადიგმა მთლიანად იმსხვრევა კრიზისების დროს, როდესაც მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, ხოლო მისი დაკმაყოფილება ვერ ხერხდება არა მაღალი ფასის გამო, არამედ მიწოდების დეფიციტის გამო. დიდწილად ამის შედეგი იყო, რომ იტალიის კლინიკებს არც საკმარისი ადგილები აღმოაჩნდათ და არც საჭირო მედიკამენტები, რასაც ემატება სასუნთქი აპარატურის მკვეთრი დეფიციტი. სასუნთქი აპარატურის მკვეთრი დეფიციტი თვით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით გაცილებით ძლიერი ჰოსპიტალური ქსელი აქვს, სამხედრო ჰოსპიტალების ხარჯზე. ჩავარდა კერძო სამედიცინო დაზღვევის არსებული მოდელიც, რადგან კერძო კომპანიები რეალურად აზღვევენ ვისაც ამის საჭიროება აქვს და არა ყველას.

მხოლოდ იმ ქვეყნებმა აიცილეს თავიდან პანდემიის კატასროფული შედეგები, რომლებმაც უმკაცრესი საკარანტინე სივრცის სტრატეგია აირჩიეს. ე.წ ჯოგური იმუნიტეტის ნეო ლიბერალური დოქტრინა ეკონომიკის გადასარჩენად მთლიანდ ჩავარდა იტალიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ახლა საფრანგეთში და თუნდაც შვეიცარიაში, და ეს ტენდენცია არა თუ მცირდება, არამედ კვლავ მზრდია.

მხოლოდ სახელმწიფო სერვისების და არა საბაზრო მექანიზმების აქტიურმა ჩართულობებმა უზრუნველყო პანდემიის ლოკალიზაცია სამხრეთ კორეაში, ისლანდიაში, ტაივანსა და იაპონიაში. ისევე როგორც საქართველოში, რასაც ჩვენდა საბედნიეროდ მთავრობის საკმაოდ მოქნილი პოლიტიკა და ქართველო ექიმების ნამდვილი სამოქალაქო გმირობა დაემატა.

კიდევ კარგი საქართველოს ხელისუფლებამ ანტიკრიზისული მენეჯმენტის ევროპული გზა არ აირჩია და მთავარ პრიორიტეტად არა ეკონომიკის გადარჩენა, არამედ ადამიანი არჩია. სურამის ციხის ამბავი, სხვა კი არაფერია, თუნდაც ერთი ადამიანის უბედურების და მსხვერპლშეწირვის ხარჯზე არ შეიძლება სხვების ბედნიერების მოპოვება. ეს დღეს, ყველაზე დიდი ანტიგლობალისტური თეზისია, საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ნაანდერძევი!

ჩვენ გადარჩენილი ვართ ხელისუფლებამ ასო-ებს და ოპოზიციის რჩევებს რომ არ დაუჯერა. ან რა გასაკვრია, ამ ოპოზიციის ფლაგმანისათვის ადამიანი არც არასოდეს ყოფილა ამოსავალი წერტილი. ის მათი მიზნების აღსრულების მხოლოდ საშუალება იყო. სტრასბურგის სასამართლოს ერთმანეთზე მიყოლებით გამოტანილი განაჩენებიც, ადამიანების წამებაზე, სიცოცხლის უფლების თუ ქონებების წართმევაზე, ნაციონალური მოძრაობის თავისებრი განაჩენიც არის ისტორიის წინაშე და სწორედ წინა ხელისუფლების ამ დეჰუმანიზირებულ ფილოსიფიაზე მიუთითებს.

დღევანდელი კრიზისი, პროვოცირებული ვირუსული პანდემიით კი არის შედეგი ბოლო ათწლეულებში გლობალური ეკონომიკური სტრუქტურის კვაზი დეფორმაციისა, სადაც სერვისების ზრდამ და წარმოების დეტერიტორიალიზაციამ იგივე დელოკაციამ, რომელიც მთლიანად გადავიდა ჩინეთში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, წარმოქმნა რესურსების და შრომის ნეოლიბერალი დანაწილება, სადაც დაირღვა რეალური ბალანსი კრედიტორი ქვეყნების და რაც მთავარია უმცირესობების და ფინანსური მონოპოლიების სასარგებლოდ. რაც მთავარია, თავად ლიბერალური პოსტულატებით უხვად ნასაზრდოები ევროპული საზოგადოებები აღმოჩნდენ მოუმზადებელი ამ ყველაფრისათვის. უფლებების პრიმატმა ვალდებულებების ხარჯზე, შექმნა სწორედ ის ილუზიები, რომ ჩვენი ზოგიერთი ფსევდოლიბერალისა არ იყოს, მათი უფლებები ირღვეოდა საკარანტინო სივრცის გამოცხადების პირობებში?!. უკაცრავად და თუ რა ტურა დაიჭირა ამ ფილოსოფიით ნასაზრდოებმა ევროპამ ჩვენ უკვე ვნახეთ.

ჯერ კიდევ არავინ იცის რა იქნება ამ უხილავი ვირუსის დამანგრეველი მაშტაბები, არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ ცნობიერზეც. იტალიაზე არანაკლები საფრთხე ემუქრება ევროპული ლიბერალიზმის ცენტრს საფრანგეთს, ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაციები რაც იქიდან მოდის სრული ქაოსის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს.

კორონომიკა ძირეულად შეცვლის გლობალური ეკონომიკის არქიტექტურასაც. მართალია, ჩინეთი ყველაზე ადრე გამოვიდა ამ პანდემიური შოკიდან, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობის ბოლო 40 წლიანი ოქროს ხანა დაისისკენ წავა. ამით დასრულდება ჩინური მზარდი ჰეგემონიზმის ერაც. შემთხვევითი არ იყო ჩინეთში წარმოებული პირბადეებიც რომ უკან გააბრუნეს ევროპულმა ქვეყნებმა, რასაც ემატება რამდენიმე საერთაშორისო სარჩელი, კოვიდ 19 -ის მიერ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, თუნდაც ისრაელის მხრიდან 100 მილიარდი დოლარის კომპენსაციის მოთხოვნა. ჩინეთის ბიოტერორიზმში დადანაშაულება რეპუტაციის რისკებს ისედაც ზრდის. დიდი ალბათობით, ევროპული ქვეყნები და აშშ დაიწყებენ თვითკმარ ეკონომიკურ მოდელებზე სულ უფრო აქტიურად გადასვლას და ფინანსური კაპიტალიდან აქცენტები ეკონომიკის რეალურ სექტორებში გადაინაცვლებს, შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ საწარმოო ძალების ახალ, უკვე რეტერიტორიალურ გადანაწილებებს პირველ რიგში ჩინეთიდან.

ჩვენ მხოლოდ თვითკმარ ეკონომიკაზე გადასვლით შევძლებთ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, გლობალური რელოკაციები ჩვენც გვაძლევს ამ ამოცანის რეალიზაციის კარგ შანსებს, როგორც ტერიტორიული მიმზიდველობის, ისე სტარანსპორტო და ენერგო არტერიების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩვენ უნდა განვავითაროთ შედარებით დაბალტექნოლოგიურ მრეწველობასთან ერთად, მაღალტექნოლოგიური დარგებიც, რადგან მხოლოდ პირბადეების, ასანთის ან ტუალეტის ქაღალდის წარმოებით ჩვენ ვერ გადავალთ დამატებითი ღირებულების მაღალშემოსავლიან ეკონომიკაზე.

გლობალური ეკონომიკური კრიზისის ინერციული პერიოდი, არ იქნება ერთი და ორწლიანი და თავსაც ნუ მოვიტყუებთ. როგორც ავღნიშნე, ეს არ არის წმინდა ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული კრიზისი, ის გარკვეულწილად შემეცნებითი კრიზისის ნიშნებსაც ატარებს. ბევრ ცნობილ ეკონომისტსაც ეგონა, რომ 2007-2015 წლების კრიზისი გადალახული იყო, მაგრამ კორონოპანდემიამ ეს თვალსაზრისიც გადასაფასებელი გახადა. შექმნილ სიტუაციაში, გადასახედი იქნება არსებული ეკონომიკური განვითარების მოდელი. ეს თანაბრად ეხება, როგორც დასაბეგრ ბაზას და საგადასახადო პოლიტიკის ასპექტებს, ასევე მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიასაც და რასაც კრიტიკა ისედაც არ აკლდა. ამ საკითხებზე მომავალში უკვე შედარებით ვრცელ თვალსაზრის შემოგთავაზებთ.

ჩვენ, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიაში აუცილებლად დაგვჭირდება არა მხოლოდ საექსპორტო მიმართულებების მკვეთრი დივერსიფიკაცია და გამრავალფეროვნება, მათ შორის სამედიცინო წარმოების მიმართულებით, არამედ სასურსათო უზრუნველყოფის ახლებურად გააზრება და აგროსექტორის თანამედროვე ინოვაციური მიმართულებებზე გადაყვანა, მათ შორის სამაცივრე და შესანახი სასაწყობო ქსელების გაფართოება, მთლიანობაში კი აგროსექტორის ინტეგრაცია გადამამუშავებელ და კვების მრეწველობასთან, რაც ასევე მიბმული იქნება ტურისტულ ინდუსტრიასთან. თავად ტურისტული ინდუსტრიაც კი ვეღარ იქნება იგივე რაც იყო, რადგან თვისობრიდად შეიცვლება სექტორალური ვექტორები, წმინდა გართობის კომპონენტიდან ჩვენ მოგვიწევს გადაწყობა რეკრეაციული, სამედიცინო და სამოგზაურო ტურიზმის მიმართულებით.

მსოფლიო ეკონომიკის ვარდნა იქნება ძალზე სერიოზული, თუ საერთოდ მინუსებში არ გავიდა, ასეთი სცენარისას რომლის ალბათობაც დიდია, ჩვენი ეკონომიკის შეკუმშვაც არ იქნება მცირე, რეცესიას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ავცდებით და ამისათვის ახლავე უნდა ვიყოთ მზად. ამას ჩვენ სამწუხაროდ, მეორე და მესამე კვარტლებში უფრო ცხადად ვნახავთ. ნავთობის ფასების კატასტროფული ვარდნაც, მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე მიუთითებს და არა მხოლოდ საუდის არაბეთის გადაწყვეტილებებზე. რადგან ჯერ კიდევ არავინ არ იცის, ამ კრიზისიდან რა დანაკარგებით და რა დროში გამოვა მსოფლიოს პირველი მეგაეკონომიკა ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის წილიც გლობალურ ეკონომიკაში ერთ მეხუთედზე მეტია და სადაც ვირუსის პიკი ჯერ კიდევ გასავლელია. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ეკონომიკის გადასარჩენად 2 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რაც აშშ -ის მშპ-ის 10 % ს შეადგენს, ხოლო მსოფლიო ეკონომიკის მშპ-ის 86, 5 ტრილიონ დოლართან მიმართებაში- 2.3 %-ს, ხოლო ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნების მშპ-ის სულაც 12.5 %-ს, ისედაც მიუთითებს კორონოკრიზისის ხასიათზე და მაშტაბებზე.

სამთავრობო სტრატეგია ამ ეტაპისათვის არის ოპტიმალური, მაგრამ ხვალისათვის ყველა ინსტრუმენტი პოსკრიზისული პერიოდის გაცილებით გრძელვადიან სტრატეგიაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე რთული მაინც პოსკრიზისული პერიოდი იქნება და საერთაშორისო დახმარებაც უმჯობესია სწორედ ამ პერიოდზე იყოს მიმართული, მოსალოდნელი პოსკრიზისული შოკების უკეთ გადასალახად.

ბუნებრივია, უნდა ვიყოთ ფრთხილი ოპტიმისტები, მხოლოდ, სწორი სტრატეგიის პირობებში, შევძლებთ ამ კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლას, მე არავის არ ვაშინებ, მაგრამ ვინც წინასწარ მომზადებულია, ის ყველაზე კარგად შეირაღებულიცაა, ეს ძველი რომაული სიბრძნე, მათმა შთამომავლებმა კი დაივიწყეს, მაგრამ იმედია ამ მწარე გამოცდილებას ჩვენ არ დავივიწყებთ.

მე არ ვიცი სხვა როგორ აფასებს, მაგრამ ჩემი აზრით დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ მთავრობა აცნობიერებს ამ საფრთხეებსაც. ისედაც ჯერ პოსკრიზისულ პერიოდამდე ვართ მისასვლელი”, – წერს ცუცქირიძე.

Share