Home » მსოფლიო » ცუკერბერგი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს
ცუკერბერგი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს

ცუკერბერგი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს

ცუკერბერგა პოლიტიკური ბრძოლის დღის წესრიგი განსაზღვრა

ფეისბუქის შემქნელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ჩვენი დროის ბრძოლას წარმოადგენს წინააღმდეგობის გაწევა ავტორიტარიზმსა და ნაციონალიზმზე. მისი თქმით, სწორედ ეს ორი საკითხი დგას მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში.

ცუკერბერგი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახდა და ეს სიტყვები მან თავის გამოსვლაში თქვა.

„არსებობდა ბრძოლა იდეებს და არა ერებს შორის, ბრძოლა მათ შორის ვისაც სურდა ვაჭრობის ტემპის გაზრდა ან პირიქით. ყველას აქვს მიზანი, მათ შორის ვინც დაკარგა სამუშაო და ყველას აქვს უფლება განახორციელონ თავიანთი სამეწარმეო იდეები. რაღაც არ არის ისე ჩვენს სისტემაში. მე დავტოვე უნივერსიტეტი და 10 წლის შემდეგ ვიშოვე მილიარდი. მაშინ როცა სხვა სტუდენტებს კრედიტის გასტუმრების საშუალებაც არ აქვს, საჭიროა დაიწყონ თავიანთი ბიზნესი. “ – განაცხდა ცუკერბერმა.

აღნიშნულ გამოსვლას უკვე თან დევს სპეკულაციური მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ცუკერბერგს პოლიტიკაში უნდა მოსვლა და საპრეზიდენტი ამბიციებიც კი გააჩნია. ის მხარს უჭერს ერთ კონკრეტულ სტრატეგიას ძირითადი უნივერსალური შემოსავლის შესახებ. თავის გამოსვლაში მან  ასევე ყურადღება გაამახვილა ბავშვთა ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და მზრუნველობაზე, რაც არ არის დაკავშირებული ერთ კონკრეტულ დამსაქმებელთან.

ცუკერბერგმა ასევე მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის რეფორმის გატარებას, განათლების რეფორმის გატარებას და სიმდიდრის განაწილებას.

„მივცეთ ყველას თავისუფლება იმისათვის, რომ მიაღწიონ თავიანთ მიზანს არ იქნება მარტივი. ჩემსავით მდიდარმა ადამიანებმა უნდა გადაიხადონ მეტი საამისოდ, ხოლო თქვენ ეს შანსი უნდა გამოიყენოთ, რათა საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოდ“ – მიმართა ცუკერბერგმა სტუდენტებს.

ცუკერბერგმა ჰარვარდი მიატოვა, თუმცა გუშინ მან 33 წლის ასაკში მიიღო ჰარვარდის საპატიო ხარისხი. მისი გამოსვლა გაცილებით პოლიტიკურად შეფასდა, ვიდრე თანამედროვე წინა საპრეზიდენტო გამოსვლები. მის გამოსვლას უფრო მეტი პოლიტიკური ტონი ჰქონდა, ვიდრე ამერიკის წინა საარჩევნო გამოსვლებს გასულ წელს.

ფეისბუქი მხილებული იქნა იმის შესახებ, რომ ე.წ. ფეიკ ნიუსების გავრცელებით ამერიკის არჩევნებზე შეეძლო გავლენის მოხდენა. ამის საპასუხოდ ფეისბუქმა ჟურნალისტთა საგანმანათლებლო კურსი შექმნა, სადაც ფეისბუქის ჟურნალისტური მიზნებისათვის სწორ გამოყენებას ასწავლიან. ასევე დაბლოკა ე.წ. ფეიქ პროფილები და სისტემა უფრო ჭკვიანი გახადა.

წლის დასაწყისში ცუკერბერგმა დაიწყო ტურნე ამერიკის სხვადასხვა შტატში. მიზანი ამ ტურნესა არის იმის გაგება, თუ როგორ შეცვალა ადამიანების ცხოვრება გლობალიზაციამ და ტექნოლიგიებმა. ტურნეს ფარგლებში ის ხვდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მაგალითად სპორტსმენებს, ეკლესიის მრევლს. ვარაუდობენ, რომ მისი ეს ტურნე ერთგვარ წინა საპრეზიდენტო დატვირთვას ატარებს.

თებერვალში ცუკერბერგმა დაწერა თითქმის 6000-მდე სიტყვისაგან შემდგარი წერილი, რომელსაც ფეისბუქის მანიფესტიც კი უწოდეს. ცუკერბერგმა წერილში წერს თუ როგორ აპირებს გლობალური კომუნიკაციის გაუმჯობესას, მის უფრო უსაფრთხოდ გარდაქმნას.

თავად ცუკერბერგი უარყოს საპრეზიდენტო ამბიციებს, თუმცა ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას უარყოფითად აფასებს.

ჰარვარდში სიტყვით გამოსვლა ცუკერბერგმა აცრემლიანებული დაასრულა. მან არ იცოდა თუ წავიდოდა სასწავლებლად თავისივე საემიგრაციო სტატუსი გამო. ამიტომ მას სურს სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანოს.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Financial Times

Share