Home » მსოფლიო » ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებული ჩინოვნიკი დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებული ჩინოვნიკი დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში ჩინოვნიკი საზოგადოებრივი აბაზანის სტუმრობის შემდეგ დააპატიმრეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს. ამის ინფორმაციას DailyMail ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჩინოვნიკი, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა. მან დაარღვია საკარტანტინო წესები და საზოგადოებრივ აბანოს ესტუმრა, რის გამოც მას უკიდურესი სასჯელი მიუსაჯეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინოვნიკი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახვრიტეს, ჩინეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეას ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ დაუდასტურებია.

ბოლო მონაცმებით, მომაკვდინებელი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 65 000-მდე ადამიანს მიაღწია, 1380 კი უკვე გარდაიცვალა.

რეზონანსი

Share