Home » მსოფლიო » ჩინეთში კატისა და ძაღლის ხორცის ჭამა აკრძალეს

ჩინეთში კატისა და ძაღლის ხორცის ჭამა აკრძალეს

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთში, კერძოდ კი ქალაქ შენჯენში, კატებისა და ძაღლების საკვებად გამოყენება აკრძალეს.

ის იქნება პირველი ჩინური ქალაქი, სადაც აღნიშნული აკრალვა ძალაში შევა. შეზღუდვა პირველი მაისიდან ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ „ბიბისის”ინფორმაციით, ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენება ჩინეთში ფართოდ გავრცელებული არ არის. ჩინეთის მოქალაქეების უმეტესობა არასდროს გაუსინჯავს ძაღლის ხორცი და მათ ამის სურვილი არ აქვთ.

საერთაშორისო ორგანიზაიცების მონაცემებით, აზიის რეგიონში ყოველწლიურად ერთ მილიონ ძაღლს კლავენ, მათი საკვებად გამოყენების მიზნით.

Share