Home » მსოფლიო » ჩინეთში ველური ცხოველების ჭამა აკრძალეს

ჩინეთში ველური ცხოველების ჭამა აკრძალეს

Dailymail-ის ცნობით, ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო კომიტეტმა ველური ცხოველებით ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და წინადადება ჩინეთის წარმომადგენელთა კრებას გადასცა.

კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთი ველური ცხოველებით ვაჭრობასა და ჭამას კრძალავს.

ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ვირუსი სავარაუდოდ ქალაქ უჰანში, ერთ-ერთი ბაზრიდან გაჩნდა, რომელიც ველურ ცხოველებს საკვებად ყიდდა.

დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 77400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2592-მდე გაიზარდა.

Share