Home » მსოფლიო » ჩინეთი – რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ის სოციალური დაავადებაა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იყოს

ჩინეთი – რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ის სოციალური დაავადებაა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იყოს

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს გაატაროს ზომები, რათა ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების თავიდან აიცილოს.

„ჩვენ ვაკვირდებით უკანასკნელ მოვლენებს, რომელიც ფლოიდის სიკვდილს უკავშირდება. შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ძაო ლიჟიანმა.

მისი თქმით, აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაცია სოციალური დაავადებაა, რაც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ძაო ლიჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომ ჩინეთი და სხვა ქვეყნები შტატებში მიმდინარე პროცესებში ერეოდნენ.

„ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ჯობია საკუთარ საქმეებს მიხედონ“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, უკვე მეექვსე დღეა აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის პოლიციის მიერ მოკვლას აპროტესტებენ.

ipn.ge

Share