Home » მსოფლიო » ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აპრილში იქნება მზად

ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აპრილში იქნება მზად

ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, აპრილში ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post-ი ავრცელებს.

მათივე თქმით, ვაქცინა მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში იქნება გამოყენებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე ქვეყანაში 8 ინსტიტუტი მუშაობს.

„ჩვენი გათვლებით, ვიმედოვნებთ, რომ აპრილში ზოგიერთი ვაქცინა უკვე კლინიკური კვლევებისთვის ან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებისთვის იქნება მზად“, – აცხადებს ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ფონდის დირექტორი ჟენ ჟონვეი.

კანონის მიხედვით, ვაქცინების ტესტირება 12-დან 18 თვემდე უნდა გრძელდებოდეს, თუმცა მათი გამოყენება მანამდეც შეიძლება, თუ ამით მიღებული სარგებელი რისკებს გადაწონის.

imedinews.ge

Share