Home » მსოფლიო » ჩინეთის ელჩი ისრაელში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ჩინეთის ელჩი ისრაელში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ჩინეთის ელჩი ისრაელში, დუ ვეი, კვირა დილით ელჩის რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ CNN-ი წერს.

ამ ეტაპზე, 57 წლის ელჩის გარდაცვალების გარემობა საეჭვოდ არ განიხილება. სამართალდამცავები თელ ავივის ჩრდილოეთით, ჰერცლიაში სტანდარტულ, პროცედურულ სამუშაოებს აწარმოებენ.

როგორც CNN-ი წერს, ელჩის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ იერუსალიმი მოინახულა. პომპეომ ღიად გააკრიტიკა ჩინეთის ქმედებები კოროვირუსული პანდემიის დროს, ასევე ისრაელის ლიდერებს მოუწოდა შეწყვიტონ ხელშეკრულებების გაფორმება ჩინურ კომპანიებთან ძირითადი ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციო გარიგებების გაფორმებაზე.

მათივე ცნობით, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა ელჩის გარდაცვალების შესახებ ისრაელში ჩინეთის საელჩოს ან პეკინში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.

სანდრო პირველი

Share