Home » ახალი ამბები » “ჩვენ საქართველოს ვემსახურებით” – “ინფექციურის”ექიმის ემოციური წერილი “მადლიერების ტაშზე”

“ჩვენ საქართველოს ვემსახურებით” – “ინფექციურის”ექიმის ემოციური წერილი “მადლიერების ტაშზე”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მარინა ტუღუში “მადლიერების ტაშს” სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ წერილს აქვეყნებს. 

“დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს!!! როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ვერც გავაცნობიერე რომ სხვა განზომილებაში მოვხვდი. როგორ უცებ შეიცვალა ცხოვრების ჩვეული რიტმი. წამიერი დაბნეულობა მყისიერად შეიცვალა მობილიზაციით და დღე ღამის სამუშაო გრაფიკით. გაქრა შიში ინფიცირებულთან კონტაქტისა. თითქოს მთელი ცხოვრება ამ რიტმში ვმუშაობდით. დღეს ჩემი კოლეგისგან მოვისმინე ფრაზა – მე ქვეყანას ვემსახურებიო და მივხვდი, რომ ესაა ყველაზე დიდი საქმე რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. ჩვენ ხალხს ჩვენ საქართველოს ვემსახურებით უ ს ა ს ყ ი დ ლ ო თ. ….დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს,” – წერს ექიმი. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის წინააღდეგ გაწეული შრომის გამო მოქალაქეებმა ექიმებს მადლობა ტაშით გადაუხადეს. 

დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს!!! როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ვერც გავაცნობიერე რომ სხვა…

Gepostet von Marika Tugushi am Mittwoch, 18. März 2020
Share