Home » მსოფლიო » ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი – მევლუთ ჩავუშოღლუ

ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი – მევლუთ ჩავუშოღლუ

„არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის“ , – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიების დროს განაცხადა.

„არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება.

საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

Share