Home » საზოგადოება » „ჩვენი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელი, სამწუხაროდ, არის სწორედ მისი მოსახლეობა“

„ჩვენი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელი, სამწუხაროდ, არის სწორედ მისი მოსახლეობა“

„ჩვენი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელი, სამწუხაროდ, არის სწორედ მისი მოსახლეობა“, – ამის შესახებ სოციალური პოლიტიკის მკლევარმა, ალექსანდრა აროშვილმა, გადაცემაში “რეალური სივრცე” სტუმრობისას განაცხადა.

“როდესაც განვითარებად ქვეყნებს სხვა გზა არ რჩებათ, როდესაც დეინდუსტრალიზაციაა, სოფლის მეურნეობა არის აუღორძინებელი და არ ხდება პროდუქტიული სექტორების განვითარება, წარმოების ხელშეწყობა, მტელი ეკონომიკა არის სპეკულატიური, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ რჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ქვეყნიდან “გაიტანონ საკუთარი თავი”. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელი არის სწორედ მისი მოსახლეობა. საქართველო არის იმ გლობალური პროცესის ნაწილი, რომელიც გულისხმობს, ეკონომიკური ზრდის იმპერატივისადმი დაქვემდებარებას ყველა სოციალური სფეროსი. ის ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები, რომლითაც 30 წელია ვხელმძღვანელობთ, დღეს უკვე გადასახედია”, – განაცხადა ალექსანდრა აროშვილმა.

Share