Home » მსოფლიო » „ჩვენი ამოცანაა გავგუდოთ ჩვენს საზღვრებთან ახლადშექმნილი ამერიკული არმია“
„ჩვენი ამოცანაა გავგუდოთ ჩვენს საზღვრებთან ახლადშექმნილი ამერიკული არმია“

„ჩვენი ამოცანაა გავგუდოთ ჩვენს საზღვრებთან ახლადშექმნილი ამერიკული არმია“

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა „სირიის სასაზღვრო დაცვის ძალები“ უნდა გაანადგუროს.

„ახლა ამერიკა ჩვენს საზღვრებთან ახლოს ქმნის ტერორისტულ არმიას, რომელიც საფრთხეს უქმნის თურქეთის უსაფრთხოებას. ჩვენი ამოცანაა, გავგუდოთ ეს არმია, სანამ ის დაიბადება. თუ აშშ-ს სურს ამ ველურებთან თანამშრომლობა, ეს მათი საქმეა. მაგრამ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქი სამხედროები გააგრძელებენ სირიელი ქურთების თავდაცვის პოზიციების დაბომბვას აფრინში. „ვიმედოვნებ, ჩვენი სამხედრო ძალები უახლოეს პერიოდში, გადაწყვეტენ პრობლემას აფრინში. ოპერაცია იქ შეიძლება ნებისმიერ წუთს დაიწყოს“, – დასძინა ერდოღანმა.
როგორც ცნობილი გახდა, ე.წ. სამხედრო კოალიცია, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, აპირებს ახალი სასაზღვრო დაცვის ძალების შექმნას, რომელშიც 30 000 წევრი იქნება. აქედან 15 000 „სირიის დემოკრატიული ძალებიდან“ დაკომპლექტდება.

„სირიის სასაზღვრო დაცვის ძალების“ დანაყოფებს მდინარე ევფრატის მიმდებარედ, ასევე, თურქეთისა და ერაყის საზღვრის გასწვრივ განალაგებენ, რომელთა ამოცანა „ისლამური სახელმწიფოსთვის“ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და უკანონო ტვირთების გადატანაში ხელის შეშლა იქნება.

„სირიის დემოკრატიული ძალები“ ძირითადად სირიელი ქურთებისგან შედგება. მათი ფორმირება მოხდა 2015 წელს აშშ-ს აქტიური მხარდაჭერით „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად.

Share