Home » მსოფლიო » ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: არ მსურს, კომენტარი გავაკეთო გერმანიაში შექმნილ მდგომარეობაზე

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: არ მსურს, კომენტარი გავაკეთო გერმანიაში შექმნილ მდგომარეობაზე

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ კოორნავირუსთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის განცხადებამ შესაძლოა, პანიკა გამოიწვიოს.

ინფორმაციას ბაბიშის გაცხადების შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩეხურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არ მსურს, კომენტარი გავაკეთო გერმანიაში შექმნილ მდგომარეობაზე, თუმცა მჯერა, რომ მსგავსი განცხადებები უფრო ოანიკას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ მკაცრი ზომები, რომ ასეთი ყველაზე ცუდი სცენარები არ განიხილებოდეს“, – განაცხადა ბაბიშმა.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსით შესაძლოა, მოსახლოების 60-70% დაინფიცირდეს. კანცლერმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ჯერჯერობით მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, ფოკუსი ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებაზე უნდა გაკეთდეს.

1tv.ge

Share