Home » საზოგადოება » ჩემს დროს მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა – მიხეილ სააკაშვილი

ჩემს დროს მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა – მიხეილ სააკაშვილი

“ჩემს დროს მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

“მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა. ყოველ შემთხვევაში, წამყვანი მედიის ხელმძღვანელები ციხეში არ ისხდნენ, არ ელოდებოდნენ პატიმრობას და პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში.


სასამართლოს რაც შეეხება, ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, გეგონება, მეფის რუსეთის დროს, ერეკლე მეფის დროს იყო დამოუკიდებელი, საბჭოთა კავშირის დროს აყვავდა, შევარდნაძის დროს აყვავდა და აყვავდა, ახლა ხო აყვავდა და აყვავდა. ვერც ჩვენ ვერ მოვახერხეთ სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება” – განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.

Share