Home » ახალი ამბები » “ჩემი შვილი ნორმალურად არის, კლინიკურად უკვე გაუვიდა ორი კვირაც და ცოტა მეტიც, იცავს ყველა აუცილებელი წესს”

“ჩემი შვილი ნორმალურად არის, კლინიკურად უკვე გაუვიდა ორი კვირაც და ცოტა მეტიც, იცავს ყველა აუცილებელი წესს”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, ნორმალურია და ის ყველა წესს იცავს.

ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “საღამოს ნიუსრუმში” სტუმრობისას განაცხადა.

“ნორმალურად არის, კლინიკურად ალბათ უკვე გაუვიდა ორი კვირაც და ცოტა მეტიც. მაგრამ მე ცოტა ზედმეტ გადაზღვევას ვაკეთებ. იცავს ყველა იმ წესს, რაც აუცილებელია. ის ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი პიროვნებაა. თვითონ წყვეტს როდის გაეწეროს” , – განაცხადა გამყრელიძემ.

Share