Home » ეკონომიკა » შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

შუახევი ჰესის ჰიდროელექტრო სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე გაეშვა შუახევიჰესი (178 მგვტ), ხოლო  სხალთა ჰესის (9 მგვტ) ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

,,შუახევი ჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა.“ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთა ჰესი, რის შემგომაც უკვე შუახევის ჰესების კასკადი მთელი სიმძლავრით ამუშავდება.

“გვჯერა, განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად,  შუახევიჰესი  ქართული ენერგო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში. ”

შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რითაც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში  200 ათასი ტონით და ხელს შუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ.

შუახევი ჰესის ჰესების კასკადი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან  ენერგოპროექტია, რომელიც  ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა.  ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას.

შუახევიჰესის პროექტის მფლობელები ნორვეგიული Clean Energy Invest, ინდური Tata Power და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC.

შუახევი ჰესი სამი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა (ADB)  და IFC-ის მიერ ფინანსდება.

შუახევი ჰესის პროექტმა ქართულ ენერგოსექტორში შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და ადგილობრივი თემების მხარდაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების განხორციელებით.

Share