Home » ახალი ამბები » შსს – ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნდა

შსს – ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს.

თბილისში ველოსიპედის მოპარვის შესახებ ინფორმაცია 25 იანვარს გავრცელდა. როგორც მოგზაური ამბობდა, ველოსიპედზე დამაგრებული იყო ჩაფხუტი და ორი ჩანთა. როგორც უწყებაში ამბობენ, ველოსიპედი ცოტნე დადიანი ქუჩაზე იპოვეს.

“არ მეგონა თუ ეს მოხდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ველოსიპედი დამიბრუნეს. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა”, — ამბობს როუან კემპბელი.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Share