Home » საზოგადოება » შოთა გულბანი – აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს

შოთა გულბანი – აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს

“აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს”, – ამის ეკონომისტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

“აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის თანახმად საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4,5%-ით გაიზრდება. ხოლო კორონავირუსის პანდემიის შედეგად 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება.

ყურადსაღებია, რომ აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს, საიდანაც აღსანიშნავია საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება.

ცნობისთვის, ADB-ის პროგნოზით, სომხეთის მშპ 2021 წელს გაიზრდება 3,5%-ით, ხოლო აზერბაიჯანის 1,2%-ით”, – წერს გულბანი.

Share