Home » მსოფლიო » შვედეთში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მძიმე მდგომარეობა ქვეყნის ვალუტას დარტყმას აყენებს
შვედეთში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მძიმე მდგომარეობა ქვეყნის ვალუტას დარტყმას აყენებს

შვედეთში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მძიმე მდგომარეობა ქვეყნის ვალუტას დარტყმას აყენებს

შეუძლია თუ არა ცენტრალურ ბანკს მართოს უძრავი ქონების ბაზარი?

როგორც “ბლუმბერგი” წერს, შვედეთში, სამშაბათ დღეს, ფასების კლება იმდენად შემაშფოთებელი იყო, რომ ამან ევროსთან მიმართებაში კრონის 1.5 პროცენტით ვარდნა გამოიწვია. სუსტი ვალუტა რისკის ქვეშ აყენებს შვედეთის Riksbank-ის მიზნობრივ ინფლაციას. შვედურმა ბანკმა, როგორც ჩანს უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

,,შვედეთის უძრავიქონების ბაზრის განვითარებამ შესაძლოა ეჭვი გააჩინოს “რიკსბანკში, ვინაიდან ამან შეიძლება გავლენას მოახდინოს საერთო ეკონომიკურ პერსპექტივაზე და ინფლაციაზე”, – განაცხადა Nordea ანალიტიკოსმა ანდრეას უოლსტრომისმა.

შვედეთის ბანკმა მთელი თავისი ენერგია დეფლაციასთან ბრძოლას მოახმარა და უკვე ამ წლის დასაწყისში საბოლოოდ დაიბრუნა ნდობა ინფლაციის მანდატზე.  უკანასკნელი მონაცემები აჩვენებს, რომ შვედეთში ინფლაცია ოქტომბრის თვეში Riksbank-ის მიზნობრივ მაჩვენებლზე დაბალი იყო.

ლევან ლაგვილავა

Share