Home » ფინანსები » შეღავათები კომუნალურებზე იმ მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 36-37 ლარს იხდიან, ბუნებრივ აირზე კი 92 ლარამდე

შეღავათები კომუნალურებზე იმ მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 36-37 ლარს იხდიან, ბუნებრივ აირზე კი 92 ლარამდე

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველო პრემიერმ,ა გიორგი გახარიამ განაცხადა.

კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათები შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 36-37 ლარს იხდიან, ხოლო ბუნებრივ აირზე – 92 ლარამდე.

Share