Home » საზოგადოება » შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას – ფოტოები

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას – ფოტოები

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას და პარკის ფოტოებს ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.


„სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად 31 მაისს გახლდით. 15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს მართლაც უნიკალური, დასასვენებელი და ჰორიზონტ გასაფართოებელი პარკი… რაც მთავარია შესვლა სრულიად უფასო იქნება.

კომენტარში მომწერა ჩემმა მეგობარმა პაატა სულაბერიძემ რომელიც ყველაზე კომპეტენტური გახლავთ ამ შემთხვევაშიც, რომ შეიძლება პარკის გახსნა გაცილებით ადრე მოხერხდეს ასე რომ დაველოდოთ,“, – ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში.


Share