Home » საზოგადოება » შეიქმნება აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთან სიახლოვეს შეგატყობინებთ

შეიქმნება აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთან სიახლოვეს შეგატყობინებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქართული მხარე მუშაობას მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებულთან სიახლოვეს შეატყობინებს.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანააც,” – განაცხადა გაბუნიამ.

Share